Thursday, April 28, 2011

შინაური ცხოველები

პროექტის თემა:  შინაური ცხოველებ
პროექტის აღწერა: მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ არსებობენ შინაური და გარეული ცხოველები  შეძლონ მათი განსხვავება ერთმანეთისგან, გაიაზრონ, რისთვის მოაშინაურა ადამიანმა ისინი, რა სარგებლობა მოაქვს თითოეულ ცხოველს ადამიანისათვის. აღწერონ შინაური ცხოველების ნიშან - თვისებები.
აქტუალობა: მოსწავლეებმა უფროსკლასელების დახმარებით მოიძიონ მასალები ცხოველების საარსებო  პირობების შესახებ. დააკვირდნენ უფროსებს, როგორ უვლიან, კვებავენ და გამოაზამთრებენ შინაურ ცხოველებს. შეისწავლონ, რისთვის იყენებენ ადამიანები მათ.                         
მიზნები და  შედეგები:    
1. ბავშვებმა შეძლონ შინაურუ ცხოველების გარჩევა ერთმანეთისგან მათი ნიშანთვისებების, გარეგნული ნიშნების მიხედვით.                                   
2. გამოუმუშავდეთ მოსწავლეებს ცხოველების მიმართ ესთეტიკური და ჰუმანური დამოკიდებულება.
3. ისწავლონ ცხოველების მოვლა და დაცვა.
მონაწილეთა ასაკი: პირველი კლასის მოსწავლეები.
ხანგრძლივობა: პროექტის განსახორციელებლად საჭიროა მუშაობა მთელი სასწავლო წლის მანძილზე.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები, შეიძენენ ცოდნას იმ ცხოველების შესახებ, რომლებსაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვთ ადამიანისათვის.
შეძლებენ განასხვავონ ისინი ერთმანეთისაგან თავისი დანიშნულების მიხვედით.
ძირითადი რესურსები: 1.მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად.
2.დამხმარეები---უფროსკლასელები.
3.აუდიოდ და ვიდეო მასალა.
4.ექსკურსია ფერმერის მამულში.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეების დაყოფა 3-4 კაციან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ევალება სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიევა (უფროსკლასელთა დახმარებით). პრეზენტაციის გაკეთება შეგროვილი მასალის გასაცნობად.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმცოდნეობის ინტეგრირებული სწავლება სხვა საგნებთან.   ადამიანსა და ბუნებას შორის მჭიდრო კავშირი. გარემომცველი სამყაროს შესახებ ცოდნისა და უნარ-ჩვევების სისტემატიურად შეძენა.
  
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო მუჩიაშვილი
პატარძეულის საჯარო სკოლის დ/კლასების მასწავლებელი
ელ-ფოსტა: nmniblia@gmail.com.
ვებ-გვერდი:http//nmniblia.blogspot.com

გაზაფხულის პირველი ყვავილები

თოვლს ამოასწრო  ყელგრძელამ, ამიტომ ჰქვია ენძელა.
ყვავილების ყოჩი ვაარ და მეძახიან ყოჩივარდას
ველზე ია ამოვიდა,
მიიხედა, მოიხედა,
მწყურიაო, ჩუმადა თქვა,
დაძახება ვერ გაბედა.