პროექტის თემა: შინაური ცხოველები
პროექტის აღწერა: მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ არსებობენ შინაური და გარეული ცხოველები შეძლონ მათი განსხვავება ერთმანეთისგან, გაიაზრონ, რისთვის მოაშინაურა ადამიანმა ისინი, რა სარგებლობა მოაქვს თითოეულ ცხოველს ადამიანისათვის. აღწერონ შინაური ცხოველების ნიშან - თვისებები.
აქტუალობა: მოსწავლეებმა უფროსკლასელების დახმარებით მოიძიონ მასალები ცხოველების საარსებო პირობების შესახებ. დააკვირდნენ უფროსებს, როგორ უვლიან, კვებავენ და გამოაზამთრებენ შინაურ ცხოველებს. შეისწავლონ, რისთვის იყენებენ ადამიანები მათ.
მიზნები და შედეგები:
1. ბავშვებმა შეძლონ შინაურუ ცხოველების გარჩევა ერთმანეთისგან მათი ნიშანთვისებების, გარეგნული ნიშნების მიხედვით.
1. ბავშვებმა შეძლონ შინაურუ ცხოველების გარჩევა ერთმანეთისგან მათი ნიშანთვისებების, გარეგნული ნიშნების მიხედვით.
2. გამოუმუშავდეთ მოსწავლეებს ცხოველების მიმართ ესთეტიკური და ჰუმანური დამოკიდებულება.
3. ისწავლონ ცხოველების მოვლა და დაცვა.
მონაწილეთა ასაკი: პირველი კლასის მოსწავლეები.
ხანგრძლივობა: პროექტის განსახორციელებლად საჭიროა მუშაობა მთელი სასწავლო წლის მანძილზე.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები, შეიძენენ ცოდნას იმ ცხოველების შესახებ, რომლებსაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვთ ადამიანისათვის.
შეძლებენ განასხვავონ ისინი ერთმანეთისაგან თავისი დანიშნულების მიხვედით.
ძირითადი რესურსები: 1.მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად.
2.დამხმარეები---უფროსკლასელები.
3.აუდიოდ და ვიდეო მასალა.
4.ექსკურსია ფერმერის მამულში.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეების დაყოფა 3-4 კაციან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ევალება სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიევა (უფროსკლასელთა დახმარებით). პრეზენტაციის გაკეთება შეგროვილი მასალის გასაცნობად.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმცოდნეობის ინტეგრირებული სწავლება სხვა საგნებთან. ადამიანსა და ბუნებას შორის მჭიდრო კავშირი. გარემომცველი სამყაროს შესახებ ცოდნისა და უნარ-ჩვევების სისტემატიურად შეძენა.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო მუჩიაშვილი
პატარძეულის საჯარო სკოლის დ/კლასების მასწავლებელი
ვებ-გვერდი:http//nmniblia.blogspot.com